ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რატომ არ სცადა ინტერმა ხვიჩას გადაბირება - იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაცია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ბრუნო ლონგი Radio Sportiva-ს ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო და „ინტერზე“ ისაუბრა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ლონგიმ ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, „ნერაძურიმ“ მისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა.

„მიზეზი, რომლის გამოც, ინტერმა ნაპოლის კვარაცხელიაზე უარი თქვა, იყო ის, რომ კლუბი ივან პერიშიჩის ზუსტს ასლს ეძებდა. ინტერი 3-5-2 სათამაშო სქემაზე უარს არ ამბობს და ყველაფერი ამან განაპირობა“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის აქტივში „ლივერპულთან“ შესრულებული საგოლე გადაცემა და „რეინჯერსთან“ მოპოვებული პენალტია. ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, ხვიჩას „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ადგილს იკავებს და 17 ქულა აქვს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება „ტორინოა“, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე