NBA-ის წინასასეზონო ეტაპი დაიწყო - გოლდენ სტეიტმა ვაშინგტონი დაამარცხა
Aa
Aa

NBA-ის წინასასეზონო ეტაპი დაიწყო - გოლდენ სტეიტმა ვაშინგტონი დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია წინასასეზონო ეტაპით დაგვიბრუნდა. პირველ შეხვედრაში მონაწილეობა NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ და „ვაშინგტონ უიზარდსმა“ მიიღეს, მატჩი კი იაპონიაში გაიმართა.

„გოლდენ სტეიტისა“ და „ვაშინგტონის“ დაპირისპირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ტრიბუნები სავსე იყო. შეხვედრა დაბალშედეგიანი გამოდგა და „უორიორსის“ გამარჯვებით დასრულდა. „მეომრებს“ არც ერთი მეოთხედი არ წაუგიათ და საბოლოოდ, 9 ქულით, 96:87 მოიგეს.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო ჯეიმს უაიზმენი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დივინჩენცომ 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი გააკეთა. სტეფ კარიმ 13 წუთი ითამაშა და 6 ქულა დააგროვა, ენდრიუ უიგინსის ანგარიშზე კი 16 წუთში მოპოვებული 5 ქულა იყო. „ვაშინგტონის“ მაისურით 13 ქულითა და 9 მოხსნით რუი ჰაჩიმურა გამოირჩა. ბრედლი ბილმა და მონტე მორისმა 9-9 ქულა ჩააგდეს. ტაჯ გიბსონმა და დენიელ გაფორდმა კი - 8-8 ქულა მიითვალეს.

ცნობისთვის, წინასასეზონო ეტაპის მომდევნო შეხვედრები 2 ოქტომბერს გაიმართება და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკის“ ვიხილავთ, რომელიც „მემფისს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძიუდოისტების მზადება მსოფლიოსთვის - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან
ძიუდოისტების მზადება მსოფლიოსთვის - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან