ლევან გორგაძე
Aa
Aa

აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა

„აკი ბაშოს“ დასკვნით დღეს, ლევან გორგაძე ივლისის ბაშოს გამარჯვებულს და მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს იჩინოჯოს დაუპირისპირდა.

ტოჩინოშინისა და მონღოლი გოლიათის ბრძოლა, ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ორივე რიკიშიმ ტრადიციულად მავაში აიღეს, თუმცა უფრო ძლიერი გორგაძე გამოდგა და მეტოქის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

დღევანდელ დღემდე, ტოჩინოშინი იჩინოჯოს 27-ჯერ შეხვდა და 17-ჯერ დაამარცხა, 10-ჯერ კი მონღოლმა იმარჯვა.

დღეს გამარჯვების მიუხედავად ტოჩინოშინმა ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა - 7 მოგება და 8 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა“ - Goal Italia-ს სტატია
“საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა“ - Goal Italia-ს სტატია