კილიან მბაპე
Aa
Aa

უპატიებელი რამ ჩაიდინა - რეალი მბაპეს შეძენას მეტად აღარ შეეცდება

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს ტრანსფერს აღარ მიუბრუნდება. გასული ზაფხულის ყველაზე ცხელი თემა როგორ ჩანს ისტორიას ჩაბარდა.

El Debate-ს ცნობით, მადრიდელები კილიანის ქმედებას ღალატად თვლიან. მათ მიაჩნიათ, რომ მბაპემ „რეალი“ პსჟ-სთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენა და „სამეფო კლუბი“ ამ საქციელს უპატიებლად მიიჩნევს.

წყაროს ცნობით, „რეალი“ ამჟამად სხვა მიმართულებით მუშაობს და კლუბს სხვა სატრანსფერო სამიზნეები ჰყავს.

მბაპე პსჟ-სგან წლიური ანაზღაურების სახით 96 მილიონ ევროს მიიღებს (გადასახადების გამოკლებით) და ბონუსის სახით, ერთგულების ნიშნად 100 მილიონ ევროს აიღებს.

უპირველეს ყოვლისა, „რეალი“ განაწყენებული იყო იმით, თუ როგორ და რა ფორმით აცნობა ფეხბურთელმა ფლორენტინო პერესს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება. ფრანგმა ფლორენტინოს მოკლე მესიჯი მისწერა.

ასევე, „რეალში" თვლიან, რომ გულშემატკივრები უბრალოდ არ მიიღებენ მბაპეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან კლუბის წინაშე ჩაიდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს