ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

უეფა: “კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა“

მსოფლიო პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი არ წყდება. ქართველ ვარსკვლავზე არაერთი ცნობილი გამოცემა და გვერდი წერს. გამონაკლისი არც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის „ფეისბუქის“ გვერდი გახდა.

„ჯვაროსნების“ შემტევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ორი მატჩი ჩაატარა და ორივე საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა.

პირველ ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა, ხოლო მეორე ტურში „რეინჯერსის“ მცველებს არაფერი დაუთმო. ქართველის ასეთი დიდებული ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის გვერდს არ გამოეპარა. „ფეისბუქ“ გვერდზე გვხვდება ხვიჩას გამორჩეული მომენტები აღნიშნული გუნდების წინააღმდეგ წარწერით: „კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 9-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩას საუკეთესო მომენტები „ლივერპულთან“

ხვიჩას საუკეთესო მომენტები „რეინჯერსთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი, დევისი, ხვიჩა და სხვები - 23-წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელები ევროპაში
ჰოლანდი, დევისი, ხვიჩა და სხვები - 23-წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელები ევროპაში