ტოჩინოშინი, აკი ბაშო
Aa
Aa

მე-6 მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა სადანოუმისთან უშანსოდ წააგო

ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მე-10 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა სადანოუმის (ბალანსი 5:4-ზე) დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, უშანსოდ დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზე ქართველ სუმოისტს სადანოუმი ძლიერად მიაწვა და პირველივე წამებზე დოჰიოდან გადაიყვანა. საბოლოოდ, იაპონელ რიკიშის იორიკირით გამარჯვება ჩაეწერა.

ამ მარცხის შემდეგ, აკი ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 4:6-ზე გახდა. ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ, მე-12 მაეგაშირა რიუდენის წინააღმდეგ გამართავს, რომლის ბალანსიც 6:4-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იორიტაოში - ტოჩინოშინის დასანანი მარცხი აკი ბაშოზე
იორიტაოში - ტოჩინოშინის დასანანი მარცხი აკი ბაშოზე