ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ფედერერს: შენმა კარიერამ დაადგინა სტანდარტი, თუ რას ნიშნავს მიაღწიო სრულყოფილებას

ნოვაკ ოკოვიჩი როჯერ ფედერერის კარიერის დასრულებას სოციალური ქსელიდან გამოეხმაურა და შვეიცარიელს მიმართა.

„როჯერ, ამ დღეს რთულია სიტყვებით გადმოგცე ყველაფერი, რაც ჩოგბურთში ერთად განვიცადეთ. ათწლეულზე მეტი წარმოუდგენელი მომენტები და დაპირისპირებები.

შენმა კარიერამ დაადგინა სტანდარტი, თუ რას ნიშნავს მიაღწიო სრულყოფილებას და იყო უნაკლო ლიდერი. ჩემთვის დიდი პატივია შენი გაცნობა კორტზე და მის ფარგლებს მიღმა.

ვიცი, რომ ეს ახალი თავი საოცარი იქნება შენთვის, მირკასა და ბავშვებისთვის, ყველა შენი საყვარელი ადამიანისთვის. როჯერის თაყვანისმცემლებს კი ბევრი საინტერესო რამ ელით წინ.

ჩვენი ოჯახიდან გისურვებთ სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მომავალში. მოუთმენლად ველი შენი მიღწევების აღნიშვნას და შეხვედრას ლონდონში“.

- წერს ჯოკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთად როდ ლეივერის თასზე 23-25 ​​სექტემბერს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ერთადერთია, ვინც არაფრისგან მომენტს ქმნის“ - იტალიელმა ჟურნალისტმა სპალეტის უპასუხა
„ხვიჩა ერთადერთია, ვინც არაფრისგან მომენტს ქმნის“ - იტალიელმა ჟურნალისტმა სპალეტის უპასუხა