ლუკა გაგნიძე, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

სვანაძე ლუკა გაგნიძეზე: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ ლუკა გაგნიძეს შესახებ ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ დრომდე მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს, სვანაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, მან გაგნიძე განაცხადში მაინც შეიყვანა, რითაც ფეხბურთელს საშუალებას მისცემს, რომ კარიერაში განსხვავებული მომავალი იპოვოს.

რას ამბობს რამაზ სვანაძე:

მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არამარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებაში, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არამარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სექტემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ახალგაზრდა ფეხბურთელები 24 ივნისს პორტუგალიის ასაკობრივ გუნდს ეწვევიან, 27 სექტემბერს კი თურქ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია