კონორ მაკგრეგორი, გასბიკი
Aa
Aa

ბლოგერმა ჰასბიკმა UFC-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

UFC-ის მოყვარულებმა ბლოგერი ჰასბიკი კარგად იციან ვინ არის. ბოლო UFC 279 ტურნირის შემდეგ, გიჟური ამბები ატყდა. ცნობილი გახდა, რომ ჰასბიკმა UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ოქტაგონზე გავა და იბრძოლებს.

ოფიციალური წყაროს ცნობით, ჰასბულამ 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მის ვალდებულებებში ტურნირებზე დასწრება, გაშუქება და მედიასთან ურთიერთობა შევა.

სავარაუდოდ, მხარეებს შორის თანამშრომლობა წელს აბუდაბიში UFC 280-ზე შედგება. გასულ წელს, სწორედ აქ გაიცნო ჰასბიკმა დანა უაიტი. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბლოგერთან თანამშრომლობით დაინტერესებული იყო, მაგრამ ეს ყველაფერი აბდუროზიკთან ბრძოლის ორგანიზებას უკავშირდებოდა.

1 წელი გავიდა და ის კვლავ აგრძელებს აჟიოტაჟის შექმნას. არც ისე დიდი ხნის წინ, ჰასბიკმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი გაიცნო. ამავდროულად მან ვოლკანოვსკის კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის წინ სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა. რეალურად, UFC-ში ბევრ ვარსკვლავს კონორის წინააღმდეგ განსაკუთრებული მხარდაჭერა არასდროს ჰქონია.

როგორც ჩანს, დანა უაითს დიდი ხნის განმავლობაში სურდა ჰასბიკთან თანამშრომლობა და ამის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ახლა კი ყველას აინტერესებს როდის შედგება კონორ მაკგრეგორისა და ბლოგერის შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უაითი: ჩიმაევი ბუნების საოცრებაა, ეს მე-4 ბრძოლაა, როცა მას 1 დარტყმაც არ მიუღია
უაითი: ჩიმაევი ბუნების საოცრებაა, ეს მე-4 ბრძოლაა, როცა მას 1 დარტყმაც არ მიუღია