ქართველი „პიტბულის“ წარმატება - ერანოსიანმა მე-12 ბრძოლა მოიგო
Aa Aa
12 სექტემბერი 2022  |  10:41

ქართველი „პიტბულის“ წარმატება - ერანოსიანმა მე-12 ბრძოლა მოიგო

ქართველმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა მორიგი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. „პიტბულმა“ ფლორიდაში მექსიკელი სეზარ ხუარესი 8-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. პირველმა მსაჯმა ერანოსიანის სასარგებლოდ 78:73 დაწერა. რაც შეეხება მეორე და მესამე არბიტრებს, მათაც „პიტბულის'' გამარჯვება დააფიქსირეს -  77:74.

 

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქართველმა მოკრივემ პროფესიულ კრივში მე-12 ბრძოლა გამართა და ყველა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

WBA-ს ვერსიით ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში ერანოსიანი მესამე ადგილზეა. რეიტინგში პირველ ადგილზე ექტორ ლუის გარსიაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო