ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
მანე პსჟ-სთან არ იქნება
მანე პსჟ-სთან არ იქნება
ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ღალატი და დეპრესია - ტოტიმ მეუღლესთან განშორების მიზეზზე ისაუბრა
Aa Aa
12 სექტემბერი 2022  |  09:44

ღალატი და დეპრესია - ტოტიმ მეუღლესთან განშორების მიზეზზე ისაუბრა

„რომას“ ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ, რომელიც 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე ილარი ბლაზის დაშორდა, Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განწორწინების მიზეზებზე ისაუბრა. იტალიური მედიის ცნობით, ილარი ბლაზის რომანი პერსონალურ მწვრთნელთან ჰქონდა. წყვილის გაყრა აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა.

ტოტი Corriere della Sera-ს ესაუბრა:

,,სამწუხაროდ, ილარისთან ჩემი ურთიერთობა დასრულდა. ჩვენს ქორწინებაში არსებული კრიზისის დაძლევას ვეცადე, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა, თავიდან ვერ ავიცილე. ილარისთან ერთიანი ვარ ჩვენი საოცარი შვილების აღზრდაში.

სიმართლე არაა, რომ პირველმა მე ვუღალატე. ვთქვი, რომ ამ თემაზე არ ვისაუბრებდი, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი ჭორი წავიკითხე. ზოგიერთმა ჭორმა ჩემს შვილებს ზიანი მიაყენა. გასული წლის სექტემბერში ჭორები ჩემამდეც მოვიდა: „შეხედე, ილარის ვიღაც ჰყავს“.

20 წლის განმავლობაში მისი მობილური არასდროს შემიმოწმებია, მაგრამ როდესაც სხვადასხვა ადამიანებისგან გაფრთხილებები მივიღე, დავეჭვდი და მის მობილურში ასეთი შეტყობინება ვნახე: „მოდი, სასტუმროში შევხვდეთ“. ეს იყო ფაქტი, დეპრესიაში ვიყავი, დაძინებაც არ შემეძლო. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნოემი და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ილარი სხვა ადამიანს ხვდებოდა.

ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ვიყავი, მამა კორონავირუსით გარდაიცვალა და  როცა მეუღლე ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ის აქ არ იყო. იდეალური არც მე ვარ, მეუღლის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა.

ილარიმ ჩემი საათების კოლექცია წაიღო, ყველაფრის დასაკუთრებას ცდილობს, თუმცა მე ბავშვების დაცვაზე ვარ ორიენტირებული, ისინი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. იმედია, მე და ილარი შევთანხმდებით''.

„ჯალოროსის'' ლეგენდას ილარი ბლაზისთან სამი შვილი ჰყავს: კრისტიანი, შანელი და იზაბელი. ტოტის ახალი რჩეული ნოემი ბოკია.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
რთული მატჩი ბერგამოში - ლოჩოშვილის გუნდმა ატალანტასთან ქულა აიღო
რთული მატჩი ბერგამოში - ლოჩოშვილის გუნდმა ატალანტასთან ქულა აიღო