გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

კვეკვესკირის და წიტაიშვილის ლეხი ვილიარეალთან 7-გოლიან თრილერში დამარცხდა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ვილიარეალმა“ პოზნანის „ლეხს“ უმასპინძლა და დრამატულ უხვგოლიან ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

პოლონური კლუბის რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა ნიკა კვეკვესკირი, რომელიც მწვრთნელმა 90-ე წუთზე შეცვალა. საქართველოს ნაკრების შუახაზელს საგოლე იერიშებში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ის თადარიგში იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

„ლეხი“ შეხვედრას 1:3-ს აგებდა, თუმცა გათანაბრება შეძლეს, მაგრამ 89-ე წუთზე პინოს გოლით „ვილიარეალმა“ მატჩი მაინც მოიგო.

C ჯგუფში „ვილიარეალისა“ და „ლეხის“ გარდა ვენის „აუსტრია“ და „აპოელ ბეერ შევა“ იმყოფებიან.

ქართველი ლეგიონერების გუნდი მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ