ხვიჩა კვარაცხელია, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი
Aa
Aa

“ტრენტ, ამოხვედი კვარას ჯიბიდან?“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა პრესაში და ასევე სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

გთავაზობთ უცხოელი გულშემატკივრების რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

„ლივერპულის მთელს შემტევ ხაზზე უკეთესია“.

„მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეროვნულ ლიგაში თამაშობს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე, ის უბრალოდ განაგრძობს კვარადონას თვისებების გამოვლენას“.

„სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, როგორც რაფა ბენიტესმა თქვა“.

„ახალი ქინქლაძე“.

„მას შეუძლია ლივერპულის მომდევნო მანე გახდეს“.

„ის ასევე საოცარი იყო გასულ წელს შვედეთის წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში“.

„ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში უკვე საკულტო გმირია. ის ნაპოლი ლივერპულის მატჩის ბრილიანტი იყო“.

„ხვიჩა კვარაცხელია არის ფერარი პანდას ფასად“.

„ხვიჩა კვარაცხელია, ქართველი ფენომენი, რომელმაც ფანტასტიკური ფეხბურთით ნეაპოლი ჭკუიდან გადაიყვანა“.

„ტრენტ, ამოხვედი ხვიჩა კვარაცხელიას ჯიბიდან“?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
WOLDMAGAZINE.IT კვარაზე: მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული რჩები
WOLDMAGAZINE.IT კვარაზე: მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული რჩები