ლივერპული, ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

CALCIONAPOLI24 ხვიჩაზე: მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ მატჩის გმირი იყო

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ცნობილი იტალიური სააგენტო, CalcioNapoli24 ეხმაურება. გამოცემა ქართველი ფეხბურთელის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და წერს, რომ კვარა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

CALCIONAPOLI24:

აძურებმა წითლები მარადონას სტადიონზე 4:1 გაანადგურეს. გოლები ზიელინსკიმ, ანგისამ და სიმეონემ გაიტანეს, მაგრამ როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. იმის მიუხედავად, რომ გოლი არ გაუტანია, ქართველი თავდამსხმელი ამ ბრწყინვალე მატჩის მთავარი გმირი იყო ხმაურიანი თამაშით, შთამბეჭდავი დრიბლინგებით და ბევრი ხარისხიანი მოქმედებით.

კონკრეტულად ამ ვიდეოში, კვარაცხელიამ „ლივერპულის“ ნახევარმცველები გააგიჟა, შეასრულა შესანიშნავი დრიბლინგი და რამდენიმე ფეხბურთელის გარემოცვაში ბურთი მარტომ ატარა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ მოგებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა 44-ე წუთზე ჯოვანი სიმეონეს გაატანინა, რის შემდეგაც ანგარიში 3:0 გახდა. მანამდე კი ირიბად, ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.

„ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 10 სექტემბერს, ამჯერად სერია A-ში ელის. ლუჩიანო სპალეტის გუნდის მეტოქე „სპეცია“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ