ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რეინჯერსში იციან საფრთხეებზე, რომლებსაც ის ქმნის“ - Rangersnews-ი ხვიჩაზე წერს

ბრიტანული გამოცემა, Rangersnews.uk-ი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგებს ეხმაურება და „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.

„რეინჯერსის მეტოქე, ნაპოლი სერია A-ს სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს და მისი ახალწვეული, ხვიჩა კვარაცხელია იტალიას სწრაფად იპყრობს. 21 წლის გარემარბი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონის ბინადრებს ზაფხულში, 8.4 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. კვარაცხელია ლორენცო ინსინიეს შემცვლელად გადაიყვანეს და ნეაპოლური თავგადასავლის სტარტზე მასზე დიდი წნეხი იყო განხორციელებული. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნეაპოლურმა გრანდმა დრის მერტენსიც დაკარგა, რომელიც გალათასარაის შეუერთდა. წნეხის მიუხედავად, კვარაცხელია ბრწყინვალედ ასპარეზობს და ფეთქებადი სტარტი გამოუვიდა.

ქართველ გარემარბს სერია A-ში 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული, თუმცა ფიორენტინას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მეტოქის კარი ვერ აიღო. ნაპოლიმ პირველ ტურში ვერონა 5:2 გაანადგურა და ხვიჩა ერთ-ერთი იყო, ვინც გოლი გაიტანა. პარტენოპეიში ახალი ეპოქა დაიწყო და ნეაპოლელებმა ჩემპიონატის სხვა გუნდებს მესიჯი გაუგზავნეს. ვერონას შემდეგ, ნაპოლიმ მონცა გაანადგურა, რომელთანაც ხვიჩამ დუბლი მიითვალა და ნაპოლის ქომაგებს აჩვენა, რომ ინსინიეს სახით დაკარგული იარაღის ჩანაცვლება სათანადოდ შეუძლია.

ნაპოლისთან მატჩამდე, რეინჯერსისთვის კარგად იქნება ცნობილი იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა შექმნაც ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია - ფეხბურთელს, რომელსაც ოდესღაც ქართველი მესი უწოდეს. მიუხედავად ამისა, რაღაც გვეუბნება, რომ ნაპოლისთან ჩანიშნული ორი მატჩის შემდეგ, რეინჯერსის ქომაგებს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი კარგად ეყოლებათ გაცნობილი“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „რეინჯერსის“ გარდა, „ნაპოლის“ მეტოქეები „ლივერპული“ და „აიაქსი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სამწლიანი კონტრაქტი - დარცმელია ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს
სამწლიანი კონტრაქტი - დარცმელია ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს