2004 წლის ტრიუმფატორი და პორტუს ყოფილი კაპიტანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

2004 წლის ტრიუმფატორი და პორტუს ყოფილი კაპიტანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

გუშინ ღამით, პორტუსა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟორჟე კოშტა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კოშტას გულის შეტევა დაემართა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და ყოფილი ფეხბურთელი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კოშტა იმ პორტუს კაპიტანი იყო, რომელმაც 2004 წელს ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოიგო.

ჟორჟე პორტუს ღირსებას 1992/2005 წლებში იცავდა. მან ასევე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 50 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები