ოფიციალურად დადასტურდა - გოგლიჩიძე უდინეზეს ფეხბურთელია
ახალი არავისთვის არის, რომ საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია, სულ ცოტა ხნის წინ, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა და ტრანსფერის შესახებ გვამცნო.
ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 650 000 ევრო იქნება, ხოლო ემპოლიმ მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.
ცნობისთვის, გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და გასულ სეზონში ტოსკანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.
საბა რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად „სასუოლოსა“ და „კალიარიზე“ იწერებოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზე“ აირჩია. გასულ სეზონში „შავ-თეთრებმა“ სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია დაიკავეს და გუნდის თავკაცი გერმანელი კოსტა რუნიაიჩია.