“თანამედროვე და ფიზიკურად ძლიერი“ - უდინეზეში გოგლიჩიძე შეაქეს
როგორც მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით, იტალიური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა მას საქებარი სიტყვები მიუძღვნა.
„თანამედროვე მცველი, რომელსაც დიდი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს. ამავდროულად ტექნიკური და სწრაფია. ემპოლიში გადასვლის დღიდან, გასულ სეზონში განსაკუთრებით გამოირჩეოდა.
2022 წელს მყარი რეპუტაცია მოიპოვა, 15 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ჩემპიონატში და ორი საქართველოს თასზე. მომდევნო წელს მან კიდევ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ემპოლიმ საბა 2024 წელს შეამჩნია და იტალიაში ჩამოიყვანა. დიდი გარღვევა მოახდინა და პირველივე წელს 33 მატჩი ჩაატარა. კოპა იტალიაზე ის ტოსკანელებს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა და შესანიშნავი თანმიმდევრობა აჩვენა.“
შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 650 000 ევრო იქნება, ხოლო ემპოლიმ მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.
ცნობისთვის, გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და გასულ სეზონში ტოსკანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.
საბა რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად „სასუოლოსა“ და „კალიარიზე“ იწერებოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზე“ აირჩია. გასულ სეზონში „შავ-თეთრებმა“ სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია დაიკავეს და გუნდის თავკაცი გერმანელი კოსტა რუნიაიჩია.