8 მედალი ესტონეთიდან - ქართველი ტაეკვანდოელების ტრიუმფი საერთაშორისო ტურნირზე
საქართველოს ტაეკვანდოს ნაკრებმა ესტონეთის G2 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი 8 მედლით დაასრულა.
ტურნირის დასკვნით დღეს მედლის მოპოვება ორმა სპორტსმენმა შეძლო. ტურნირის გამარჯვებული ბექა ქავთარაძე გახდა, ზუკა კინწურაშვილი კი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საერთო ჯამში, ქართველი ტაეკვანდოელების ანგარიშზე 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.
ბექა ქავთარაძის გარდა, ჩემპიონები მათე კვანტიძე, ნიკა ღოღობერიძე და ოჟჯან ფაშაევი გახდნენ, ბრინჯაოს მედლიები კი აბალზაფ მამედოვმა, საბა ბეგიაშვილმა და ნიკა ქარდავამ დაისაკუთრეს.