ფიური: მეივეზერს პაკიაოსთან ბრძოლისთვის 400 მილიონი მისცეს, მე უსიკთან 500 მინდა
Aa Aa
25 აგვისტო 2022  |  23:56

ფიური: მეივეზერს პაკიაოსთან ბრძოლისთვის 400 მილიონი მისცეს, მე უსიკთან 500 მინდა

WBC-ის ვერსიით მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ განმარტა, თუ რატომ ითხოვს სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ ჰონორარს ოლექსანდრ უსიკთან ბრძოლისთვის, რომელიც მსოფლიოს უდავო ჩემპიონის ტიტულისთვის უნდა შედგეს.

„მოდით, ვაღიაროთ, ეს არ არის ენტონი ჯოშუა, რომელსაც უფასოდ ვცემდი. ეს არის უცხოელი, რომელიც არავის აინტერესებს.

თუ ყველას უნდა, რომ უცნობი მებრძოლი დავამარცხო და ის ჩემი დამარცხების შემთხვევაში ლეგენდად იქცეს, მაშინ ამისთვის უნდა გადაიხადოთ.

ასე რომ, თუ გინდათ, რომ „Gipsy King“-მა ისევ იბრძოლოს, მაშინ ამ თანხის გადახდა მოგიწევთ.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრძოლისთვის, ყველაზე დიდი ანაზღაურება უნდა იყოს. თუ გახსოვთ, მეივეზერმა 400 მილიონი მიიღო პაკიაოსთან ბრძოლისთვის, მე უსიკისთვის 500 მილიონი მინდა. მათ აქვთ ეს ფული”.

- თქვა ფიურიმ.

ფიური უკრაინელს პატივს არ სცემს

ფიური უსიკს შეურაცხყოფს და აკნინებს. ის ამბობს, რომ მასში საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს:

„უსიკის დამარცხება ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ შემიძლია! იმის გამო, რომ ის საშუალო წონაა, ჩემი მუშტები ზუსტად მასში გაივლის.

როდესაც უსიკი მოყვარული იყო და დედის მკერდს წოვდა, მე მძიმე წონაში ბრიტანეთის ჩემპიონი ვიყავი. მოყვარულთა შორის ის 75 კგ კატეგორიაში იბრძოდა. ამიტომ ვეძახი მას საშუალო წონას.

არასდროს მითქვამს, რომ ეს ადვილი სამუშაო იქნებოდა. მაგრამ მთელი საუბრები „pound-for-pound“ ლეგენდაზე ნაგავია, მე მას დიდად არ ვაფასებ. არ ვცემ პატივს უსიკს და არ ვთვლი, რომ ის დიდი მებრძოლია“.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელი ამომივარდა“ - ამირან გოგოლაძის დასანანი მარცხი DWCS-ში
„ხელი ამომივარდა“ - ამირან გოგოლაძის დასანანი მარცხი DWCS-ში