დავით ქარელი
Aa
Aa

ძიუდო: დავით ქარელი მსოფლიო ჩემპიონია

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ნაკრების 4 წარმომადგენელი წარსდგა და ოქროს მედლის მოპოვების შანსი ორმა მათგანმა შეინარჩუნა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის დავით ქარელი ფინალში ფრანგ კელვინ რაის დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

ქარელი საწყისი წუთებიდანვე აქტიური იყო და ლამაზი ილეთით ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვა.

ქარელის გარდა, ოქროს მედლისთვის -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა სამადაშვილი იბრძოლებს, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში უზბეკ შოჰჯახონ ოტაბოევს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბრინჯაოს ორი მედალია. მესამე ადგილები საბა საბაშვილმა და დავით ლომიტაშვილმა დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის უნდა ვადევნოთ თვალი - კვარაცხელია UEFA-ს რჩეულთა შორის
ვის უნდა ვადევნოთ თვალი - კვარაცხელია UEFA-ს რჩეულთა შორის