თორნიკე შენგელია
Aa
Aa

მხრის მოტეხილობა და ოპერაცია - შენგელია ევრობასკეტზე არ იქნება

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 77:66 დაამარცხა. სამწუხაროდ, მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია.

CrystalSport-ს ოფიციალურად დაუდასტურეს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხრის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია სჭირდება. სამწუხაროდ, თორნიკე შენგელია ევრობასკეტს გამოტოვებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში ილიას ზუროსი და გოგა ბითაძე გამოცხადდნენ.

ზუროსი:

„რეალურად ამ მატჩს ვერ ვიზეიმებთ, რადგან კაპიტანი გამოგვაკლდა. ბოლო პერიოდი კარგად ჩავატარეთ. მოთამაშეების რეაქციით ბედნიერი ვარ. ამ გამარჯვებას შენგელიას ვუძღვნით. გაგვიჭირდა, მაგრამ თავი ყველაფერს კარგად გავართვით.

შენგელიას ტრავმა ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ყველა ჩვენგანი მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზუროსი: “შენგელიას ტრავმა შოკისმომგვრელია“
ზუროსი: “შენგელიას ტრავმა შოკისმომგვრელია“