თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი, ილიას ზუროსი, ტედ მაკფადენი
Aa
Aa

შენგელიას 20 ქულა და მძიმე ტრავმა - საქართველომ ნიდერლანდები დაამარცხა

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 77:66 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ორივე გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა. სიტუაცია არც მეორე მეოთხედში შეიცვალა და 17:17 დასრულდა. ტაიმი კი ლოგიკურად 35:35.

მესამე მეოთხედში ზუროსის შეგირდებმა 7:0 გაქცევა გააკეთეს და რეალურად ეს მომენტი მატჩში გარდამტეხი იყო. საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მეოთხედი 21:9 დაასრულა. სამწუხაროდ, ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთ ეპიზოდში მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც კადრებიდან გამოჩნდა საქართველოს კაპიტანს მხარი ამოუვარდა და მას პარკეტის დატოვება მოუწია.

უკანასკნელი მეოთხედი ნიდერლანდელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და იყო მომენტი, როდესაც ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ მამუკელაშვილის და მაკფადენის საოცარი თამაშის შედეგად საქართველო ისევ წინ გაიჭრა. საბოლოო ჯამში ზუროსის გაწვრთნილმა ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 77:66

ბითაძის ეფექტური პასი

საქართველოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 22 წუთში 20 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

მამუკელაშვილი - 10 ქულა, 9 მოხსნა

ბითაძე - 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი

შერმადინი - 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი

მაკფადენი - 19 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - კარიმ ბენზემა
ქონებრივი დეკლარაცია - კარიმ ბენზემა