კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ ტენ ჰაგის სათამაშო სტილით იმედგაცრუებულია, თუმცა მზადაა დარჩეს

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიმდინარე სიტუაციით კვლავ იმედგაცრუებულია.

CBS Sports-ის ცნობით, პორტუგალიელი უკმაყოფილოა სატრანსფერო ბაზარზე ნაჩვენები ამბიციებით და განხორციელებული ტრანსფერებით. ასევე, მას ჯერ კიდევ არ გაუვლია ადაპტაცია და ვერ ერგება ტენ ჰაგის საფეხბურთო ხედვებს, ტაქტიკას და სტილს.

რონალდუ ასევე თვლის და უკმაყოფილოა იმით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი სეზონის ცუდი სტარტის გამო ზედმეტად მკაცრად გაკრიტიკდნენ. თითქოს ისინი „სკოლის მოსწავლეები“ არიან, რომლებიც არასწორად მოიქცნენ.

წყაროს ცნობით, რონალდუ კატეგორიულად უარყოფს იმ ვერსიას, რომ თითქოს ის გუნდელებისგან განცალკევებით სადილობს და გასახდელში სიტუაციას აფუჭებს.

პორტუგალიელი ხვდება, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი ვერსად წავა და გუნდში დარჩება. მისი მთავარი ამოცანა ამ წელს, მსოფლიო ჩემპიონატამდე სასურველი ფორმის აღდგენა იქნება.

ასევე, რონალდუ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს და არც „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს ამის გაკეთება. კლუბი თავდამსხმელის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არ განიცდის.

ასე რომ, თუ შეთავაზება არ ექნება, რონალდუ „იუნაიტედში“ დარჩება. ამავდროულად, ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა პოტენციურ მყიდველს ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმაროს და ჩემპიონთა ლიგაზე მყოფ გუნდს შეუერთდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლინსმანი: მუნდიალის ფავორიტები არგენტინა და ბრაზილია არიან
კლინსმანი: მუნდიალის ფავორიტები არგენტინა და ბრაზილია არიან