მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეების სამი მედალი სოფიადან
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - მოჭიდავეების სამი მედალი სოფიადან

სოფიაში მიმდინარე ჭიდაობის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.

ვერცხლის მედალი ანდრო მარგიშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მერაბ სულეიმანაშვილმა და ოთარ ადეიშვილმა დაისაკუთრეს.

92 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში მარგიშვილი ირანელ ამირჰოსეინ ბიგლარ ფირუზპურბანდპეისთან 11:0 განადგურდა. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა სამ მეტოქეს გერმანელ კირილ კილდაუს, ამერიკელ ჯექსონ ბრაინტ სმიტსა და სომეხ სერგეი სარგსიანს აჯობა.

79 კილოგრამში მედლისთვის ბრძოლაში ადეიშვილმა თურქ ბექირ ტალიპ ოვეცს მოუგო, ხოლო 125 კილოში სულეიმანაშვილმა ამერიკელი ნიკოლას დავიდ ფელდმანი დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ,რომ რევაზ ლაშხის ნაკრებმა რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მედალი სოფიადან - ოთარ ადეიშვილი ბრინჯაოს დაჯერდა
პირველი მედალი სოფიადან - ოთარ ადეიშვილი ბრინჯაოს დაჯერდა