ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "იმედია პაულინიო "ბარსელონაში" გადმოვა

მარკო ვერატისთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, "ბარსა" პაულინიოს ტრანსფერზე გადაერთო, რაც გუნდის ქომაგებისთვის აღმაშფოთებელია, მაგრამ არა ნეიმარისთვის, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ტრანსფერი შედგება და მისი თანამემამულე "ბლაუგრანას" მაისურს მოირგებს.

"იმედი მაქვს, რომ  პაულინიო გადმოვა. ის ჩემი მეგობარი და დიდებული ფეხბურთელია. მას ყველა გაშლილი ხელებით შეხვდება", - განუცხადა ნეიმარმა Sport-ს.

"ის მაღალი დონის მოთამაშეა. ყველა ხედავს, თუ რას აკეთებს პაულინიო, როცა ეროვნული ნაკრების მაისურით გამოდის". - დაასრულა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" პაულინიოს სანაცვლოდ "გუანჩჟოუს" 20 მილიონი შესთავაზა. ჩინელები უარზე არიან, თუმცა თავად ფეხბურთელს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მოირგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები