Aa
Aa

"რეალმა" სებალიოსის ტრანსფერი შეათანხმა

მადრიდის "რეალი" კიდევ ერთი ნიჭიერი მოთამაშით ძლიერდება.

ცოტა ხნის წინ ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ დანი სებალოსის ტრანსფერი შეთანხმებულია და იგი კარიერას "სანტიაგო ბერნაბეუზე" გააგრძელებს.

"სამეფო კლუბს" ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდება, რომელთაგანაც 15-ს "ბეტისი" მიიღებს, ხოლო 3 მილიონს თავად ფეხბურთელი.

20 წლის სებალიოსი მადრიდში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და ახალ კლუბთან 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"რეალის" ახალწვეული ახლახანს დასრულებული ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ სებალიოსი "რეალს" ამერიკულ ტურნეში არ გაყვება, რადგან სწორედ ევროპირველობის გამო ძალების აღდგენა სჭირდება. ის ზიდანის გუნდს 21 ივლისს შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები