კატედ ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატისთვის კადეტ ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

24-27 აგვისტოს, ბოსნია & ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში კატეტ ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60 ქვეყნის 493 ძიუდოისტი მიიღებს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პირველობაზე 14 ძიუდოისტით იასპარეზებს, მათ შორის იქნება 10 ვაჟი და 4 გოგონა ძიუდოისტი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ვაჟები: -50 ლუკა მაისურაძე; -55 დავით ლომიტაშვილი, საბა საბაშვილი; -60 დავით ქარელი; -66 საბა სამადაშვილი; -73 გიორგი მიშველიძე, ლუკა ჯავახიშვილი; -81 მათე ჩაფურიშვილი; -90 ნოდარ ალაფიშვილი; +90 ნიკოლოზ ზაალიშვილი.

გოგონები: -48 თამარ გიგოლაევი, ნინო იაშვილი; -57 ნინო დარჩია; -70 ლიზი ქვარცხავა.

24-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ტურნირი ინდივიდუალურ ჩათვლაში გაიმართება, 28 აგვისტოს კი ძიუდოისტები ერთმანეთის წინააღმდეგ გუნდური პრინციპით წარდგებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა