მხოლოდ ერთი გეიმი - ბასილაშვილი პირველივე წრეში განადგურდა
Aa
Aa

მხოლოდ ერთი გეიმი - ბასილაშვილი პირველივე წრეში განადგურდა

ცინცინატის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი წრეში განადგურდა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მასპინძელი მაკენზი მაკდონალდსი იყო, რომელმაც ნიკოლოზი უშანსოდ, ანგარიშით 6:0 6:1 დაამარცხა.

დაპირისპირება მხოლოდ 53 წუთი გაგრძელდა, რომელშიც ბასილაშვილმა 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

დღევანდელ მატჩამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო წრეში მაკდონალდსი ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-კაცა რაგბი: საქართველო მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში დამარცხდა
7-კაცა რაგბი: საქართველო მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში დამარცხდა