მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: „სამწვრთნელო კარიერას რეალში დავასრულებ“

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Il Messagero-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდული გრანდი მის სამწვრთნელო კარიერაში უკანასკნელი გუნდი იქნება.

''მადრიდის ''რეალიდან'' წასვლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ. მადრიდის ''რეალი'' ფეხბურთში უმაღლესი დონეა, რაც მიქმნის იმ განწყობას, რასაც მოაქვს ის გრძნობა, რომ ''რეალი'' კარიერის უკანასკნელად კლუბად განვიხილო, სამწვრთნელო კარიერა ამ კლუბში დავასრულო''.

63 წლის იტალიელი სპეციალისტი მადრიდის ''რეალს'' 2013-15 წლებში წვრთნიდა. შემდეგ ''ბაიერნში'', ''ნაპოლისა'' და ''ევერტონში'' იმუშავა. 2021 წელს მადრიდის ''რეალში'' დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (2013-14, 2021-22), ლა ლიგა კი ერთხელ (2021-22).

გასულ სეზონში ''რეალი'' სამი ტიტულის მფლობელი გახდა, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგაში ტრიუმფის გარდა ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის ''ატლეტიკო'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯადოქრობა მოედანზე“ - ნაპოლი კვარაცხელიას ვიდეოს აქვეყნებს
„ჯადოქრობა მოედანზე“ - ნაპოლი კვარაცხელიას ვიდეოს აქვეყნებს