ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები, გიორგი სარდალაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი
Aa
Aa

სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში სტარტი აიღო ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე 2 ძიუდოისტი წარდგა.

-60 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის სახელით ორმა სპორტსმენმა -  გიორგი სარდალაშვილმა და თორნიკე მაზიაშვილმა იასპარეზეს და ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, ორივე მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გიორგი სარდალაშვილი გახდა, რომელიც სამწუხაროდ, გადამწყვეტ დაპირისპირებაში იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან იპონით დამარცხდა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში ფრანგი ჟან ენცო დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კოლუმბიელი ოსკარ მორატოს ბაიერი ვაზარით დაძლია. მძიმე გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირება ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჟაკთან, თუმცა აქაც, ქართველმა ძიუდოისტმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. სარდალაშვილი ნახევარფინალში ბრაზილიელ მაიკლ აუგუსტოს შეხვდა და მეტოქე უშანსოდ, სუფთა გდებით დაამარცხა.

რაც შეეხება თორნიკე მაზიაშვილს, ახალგაზრდა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბრაზილიელ მაიკლ აუგუსტოს ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ამ დაპირისპირებამდე კი პირველ წრეში რუმინელ ალექსანდრუ მატეის შეხვდა და მეტოქეს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, მეორე წრეში კი ავსტრიელი მარკუს ორიე სამი გაფრთხილებით დაამარცხა. სამწუხაროდ, მაზიაშვილმა მეოთხედფინალში ფრანგი რომან ვალადიე პიკარდის ბარიერი ვერ დაძლია და შეხვედრა გაფრთხილებებით დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადასასვლელ დაპირისპირებაში კი ტაიპელი ჩონგ იო ლინი გაფრთხილებებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე არიან ქართველი ძიუდოისტები
მსოფლიო რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე არიან ქართველი ძიუდოისტები