"შენთან ვართ იერაი"! - "ბილბაოს" ფეხბურთელთა თანადგომა თანაგუნდელს...
ბასკური "ბილბაოს ატლეტიკის" 22 წლის ცენტრალურ მცველ იერაი ალვარესს სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ბოლოს დაუდგინეს და მას მომდევნო 2.5 თვის განმავლობაში ქიმიოთერაპიების გაკეთება მოუწევს.
თანაგუნდელის მხარდასაჭერად "ბილბაოს" ყველა ფეხბურთელმა თავი გადაიპარსა და კლუბის "ტვიტერზე" შემდეგი პოსტი დაიწერა: "ჩვენ შენთან ვართ იერაი".
იერაი ალვარესმა "ბილბაოს" ძირითადში ადგილი გასულ სეზონში დაიმკვიდრა და ლა ლიგაში 26 მატჩი ითამაშა.