ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია“ - ნაპოლის კაპიტანმა ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ახალმა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელი „პარტენოპეის“ ოფიციალური რადიოს, Radio Kiss Kiss-ის სტუმარი გახლდათ და „კვარა“ შეაქო.

„კვარაცხელია? როცა ნაპოლიმ ხვიჩა შეიძინა, მის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე ვიდეოს ვუყურე და მივხვდი, რა ძლიერი ფეხბურთელია. დი მაროში და კასტელ დი სანგროში გამართული წინასასეზონო შეკრებებისას, კვარაცხელიამ დემონსტრირება მოახდინა იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ნაპოლიმ მასზე ფსონის გაკეთება. ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და ვარჯიშებისასაც ცდილობს, მაქსიმუმი გაიღოს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ჯანაშიას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც კვარაცხელიას დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა. მისი თქმით, ხვიჩა „ნაპოლიში“ ვარსკვლავი გახდება და იგი ნამდვილი პროფესიონალია.

ცნობისთვის, „კვარამ“ ბოლოს „ხირონას“ წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე ცვლილებაზე შევიდა. 21 წლის ფეხბურთელმა მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამის გარდა, „კვარამ“ გულშემატკივარს საფირმო დრიბლინგებითა და მოძრაობებით დაამახსოვრა თავი და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგამ უარი უთხრა - ბარსელონა ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს
ლა ლიგამ უარი უთხრა - ბარსელონა ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს