ისტორიული შედეგი - ნიკოლოზ ღოღობერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ისტორიული შედეგი - ნიკოლოზ ღოღობერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

სოფიაში დასრულებულ კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ღოღობერიძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა სპორტსმენი ტურნირზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ ბრძოლაში ღოღობერიძე სამწუხაროდ ირანელ რადიმ ზეინალთან დამარცხდა.

საჩემპიონო შეხვედრამდე ნიკოლოზმა 4 მეტოქეს ტაიპელ იუ ჰუან ლის, ეგვიპტელ ჰოსამ ელდინ მუსტაფას, გერმანელ მილად აკბარსა და აზერბაიჯანელ იუნის ჰუსეინოვს აჯობა.

მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი სამშობლოში 8 აგვისტოს დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები