ლადო ხინჩეგაშვილი
Aa
Aa

გორელი მოჭიდავეები ლადო ხინჩეგაშვილმა დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპასა და საქართველოში გამართული ჩემპიონატების ჩემპიონები, პრიზიორი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დააჯილდოვა.

გორელმა მოჭიდავეებმა, მიმდინარე წელს საქართველოში გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატებში ჯამში 42 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 17 ოქრო, 11 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. გარდა ამისა, გორელმა მოჭიდავეებმა აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, ხუთი ჩემპიონატიდან სამში გუნდური პირველი ადგილიც დაისაკუთრეს.

ამავე სპორტსმენებმა მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატებში მიიღეს. მათ ხუთივე ასაკობრივ კატეგორიაში 14 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

მიმდინარე წლის საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატები თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა. ამ ეტაპზე გორელი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადებიან.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები