The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
შედეგებზე არ ვფიქრობთ, მიზანი განვითარებაა - ზუროსი ამხანაგურ მატჩებზე
Aa Aa
5 აგვისტო 2022  |  13:43

შედეგებზე არ ვფიქრობთ, მიზანი განვითარებაა - ზუროსი ამხანაგურ მატჩებზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უნგრეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს ქალაქ კეჩკემეტში, მესი იშტვანის სახელობის საკალათბურთო დარბაზში, სადაც როგლადან ჩასვლის დღეს პირველად ივარჯიშა. მიუხედავად სლოვენიიდან უნგრეთამდე ხანგრძლივი მგზავრობისა, ილიას ზუროსმა ჩვენი ნაკრები კეჩკემეტში ჩასვლის დღეს მაინც ავარჯიშა, თუმცა ეს იყო საკმაოდ მსუბუქი, აღდგენითი ვარჯიში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. მოთამაშეები ძირითადად მოთელვებითა და სროლებით შემოიფარგლნენ.

ტაქტიკასა და კომბინაციებზე ვარჯიშს ზუროსმა ჩვეულებრივზე ნაკლები დრო დაუთმო. სლოვენიაში გავლილი 10-დღიანი შეკრებისა და უნგრეთამდე მგზავრობის შემდეგ ნაკრების კალათბურთელებს ძალების აღდგენა სჭირდებათ და სამწრთნელო შტაბმა ასევე გააუქმა თამაშის დღეს, 5 აგვისტოს დილის ვარჯიში და მოთამაშეებს სასტუმროს ფიტნეს-ცენტრში ტრენაჟორებზე ფიზიკური ფორმის ამაღლების საშუალება მიეცათ. შესაბამისად, დღეს ჩვენი კალათბურთელები საღამომდე დაისვენებენ და საღამოს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00) უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლის შემადგენლობაშიც დღესდღეობით ყველაზე ცნობილი და ძლიერი უნგრელი კალათბურთელი, ადამ ჰანგაც იქნება.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის შემადგენლობას, უნგრეთთან მატჩის 12-კაციან განაცხადში ეს კალათბურთელები იქნებიან: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას უნგრული არხი M4 Sport განახორციელებს.

აქვე გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის სლოვენიური შეკრების შეფასებას:

''დღეს ჩვენ დავასრულეთ მომზადება სლოვენიაში და ვართ ძალიან კმაყოფილები, რადგან მოთამაშეები აკეთებდნენ თავიანთ მაქსიმუმს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული სახის, გამოსწორებადი პრობლემები. ძნელია შევაფასოთ გუნდი ასე ადრიანად. ჩვენ დავიწყებთ ამხანაგურ მატჩებს და ვნახავთ, რას გავაკეთებთ არასწორად და რა გვექნება დაცვასა და შეტევაში გამოსასწორებელი. ასე გავაგრძელებთ ევრობასკეტისთვის მზადებას. ძალიან კმაყოფილი ვარ მოთამაშეთა მონდომებით, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პირობებით, რაშიც ვიყავით ამ შეკრების განმავლობაში. ყველაფერი იყო კარგი. ასე უნდა გავაგრძელოთ და იმედი მაქვს, მოთამაშეებიც შემოგვემატებიან. ვგულისხმობ სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ნბა-ს შეზღუდვების გამო ჩვენთან სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა. გოგა ბითაძეც არაა ჩვენთან და არ ვიცით, როგორ იქნება მისი საქმე ტრავმიდან გამომდინარე. მას აწუხებს მუხლი და ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგადაა. წინ ამხანაგური მატჩებია, რომლებშიც ჩვენ არ ვფიქრობთ შედეგებზე, არამედ ჩვენი მიზანია გუნდის განვითარება და როგორც დაცვითი, ისე შეტევითი პოტენციალის გაძლიერება''.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო