"არსენალი" "სპორტინგს" 80 მილიონს სთავაზობს
პორტუგალიური Abola-ს ცნობით, ლონდონის „არსენალი“ ლისაბონის „სპორტინგის“ 2 ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს იხდის.
არსენ ვენგერს „ემირეითს სთედიუმზე“ 25 წლის საყრდენ უილიამ კარვალიოსა და ფლანგის შემტევ ჟელსონ მარტინშის ხილვა სურს.
როგორც ირკვევა, „სპორტინგმა“ ინგლისელებს შეუთვალა, რომ 80-ს კიდევ 10 მილიონი ევრო დაამატონ და შეთანხმებაც თითქმის მიღწეული იქნება.
22 წლის ჟელსონ მარტინშს „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ეპატიჟებიან.