სპარინგისას გონება დაკარგა - 18 წლის ნიგერიელი მოკრივე გარდაიცვალა
Aa
Aa

სპარინგისას გონება დაკარგა - 18 წლის ნიგერიელი მოკრივე გარდაიცვალა

დაუმარცხებელი ნიგერიელი მოკრივე, მირიქლ ემეიზი 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგედია 23 ივლისს დატრიალდა. ერთ-ერთი სპარინგისას ახალგაზრდა მოკრივემ გონება დაკარგა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ემეიზი სპარინგისას ნოკდაუნში ორჯერ ჩავარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. ინციდენტის შემდეგ, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ემეიზს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნიგერიელ მოკრივედ მიიჩნევდნენ. მას პროფესიონალურ დონეზე ორი ჩხუბი ჰქონდა გამართული და ორივეში ნოკაუტით იმარჯვა. 27 მაისს მან იდოვუ ბაბატუნდე დაამარცხა, ხოლო პირველ ივლისს ფრაიდეი ობასის სძლია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეს მეორე ტრაგედიაა, რომელიც აფრიკულ კრივში ტრიალდება. რამდენიმე კვირის წინ, სამხრეთ აფრიკელი მოკრივე, სიმისო ბუტელაზი რინგზე მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ბრძოლის შემდეგ, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და კომაში ჩავარდა, ექიმებმა კი მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''სსრკ-ში ამაზე ფიქრიც დანაშაული იყო'' - გუცაევი რეალში არშემდგარ ტრანსფერზე
''სსრკ-ში ამაზე ფიქრიც დანაშაული იყო'' - გუცაევი რეალში არშემდგარ ტრანსფერზე