კონფერენს ლიგა, იბერია 1999
Aa
Aa

,,ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრის გახარება ჩვენ შეგვეძლო" - რა ითქვა პრესკონფერენციაზე

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის საბურთალომ ბუქარესტის სტიაუას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით (1-0) დაამარცხა. ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე თბილისელების ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში ბურთი ლევან ნონიკაშვილს მიუვიდა და ამ უკანასკნელმაც ზუსტი დარტყმით სტიაუას კარი აიღო.

ანტონ პეტრეა (სტიაუას მთავარი მწვრთნელი)

,,გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბუნებრივია, ამ შედეგით უკმაყოფილოები ვართ. როგორი რთული შეხვედრაც თბილისში იყო, ასეთივეს ველოდებით ჩვენთან, სახლშიც, სწორედ ამიტომ მეტი კონცენტრაცია გვმართებს თუ გვსურს, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვითამაშოთ.

ჩვენს ცუდ მატჩზე გავლენა საბურთალოს კარგმა თამაშმა იქონია, მათ წნეხის ქვეშ მოგვაქციეს, ჩვენ კი ეს წნეხი ვერ დავძლიეთ, თუმცა რა თქმა უნდა, უიმედოდ არ ვართ და ვფიქრობთ, რომ მეორე მატჩის 2-ბურთიანი სხვაობით მოგება შეგვიძლია".

ლაშა ნოზაძე (საბურთალოს მწვრთნელი)

,,მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ და მადლობა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, ზოგიერთი მათგანი სულ ახალგაზრდაა და მათი თავდადება გამოჩნდა. თქვენი და მათი მონდომებით დასახული მიზანი დადგა და ეს გამარჯვება დამსახურებულია, თუმცა შეგვეძლო, რომ ეს ანგარიში ბევრად სოლიდურიც ყოფილიყო.

ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელები მეორე შეხვედრაშიც მაქსიმუმს გააკეთებენ, ამ მატჩშიც მოსაგებად ვითამაშებთ, გუნდში ტრავმები არაა და სრული მზადყოფნაა.საბურთალოში რესურსი არის, ამ რესურისთ კი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეიძლება - შეიძლება კონკრეტუlად ამ საპასუხო მატჩს მოგებაც.

ტირანაშიც, პირველი ტაიმის შემდეგ, როცა გასახდელში შევედით, ვიცოდით, რომ ჩვენი გუნდები მარცხდებოდნენ, მაშინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრის გახარება ჩვენ შეგვეძლო და ამისთვის მაქსიმუმი უნდა გაგვეღო. თერთმეტმეტრიანი ლატარეაა, თუმცა ის შეხვედრაც დამსახურებულად მოვიგეთ და ამ გეზის გადახვევას არ ვაპირებთ - ვიბრძოლებთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ".

გუნდების განმეორებითი მატჩი 28 ივლისს, ბუქარესტში შედგება და თბილისის დროით 21:30 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კმაყოფილი და ამაყი ვარ
„კმაყოფილი და ამაყი ვარ" - ლეხის თავკაცი დინამო ბათუმთან მატჩზე