რუსეთის პრემიერ ლიგა, უკრაინა, რუსეთი, ანდრეი არშავინი
Aa
Aa

„ევროტურნირებზე მინიმუმ 2025 წლამდე არ დაგვაბრუნებენ“ - რუსები უიმედო მდგომარეობაში არიან

რუსეთში ფიქრობენ, რომ რუსულ კლუბებს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე 2025 წლამდე არ დააბრუნებენ.

ლონდონის „არსენალისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი არშავინმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოები გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში არ შეცვლიან.

„მგონია, რომ რუსული კლუბების ევროტურნირებზე დაბრუნების ყველაზე ადრეული ვარიანტი 2025 წელი იქნება. სავარაუდოდ, დაბრუნების შემდეგ ტურნირებზე საშუალო შედეგები გვექნება. თუ ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ ჩვენი მწვერვალი უფრო გაიზრდება. წარმოუდგენელ შედეგებსაც ნუ დაელოდებით, მაგრამ წარუმატებლობას ნამდვილად არ დავუშვებთ.

ღირს თუ არა ლეგიონერების შენარჩუნება ევროტურნირების გარეშე? ჩემი აზრით ყველა უნდა გავუშვათ და მხოლოდ საკუთარ თავზე დავდოთ ფსონი“, - ამბობს არშავინი.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ, რუსული კლუბები და ყველა ასაკობრივი ნაკრები ტურნირებიდან უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მოკვეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები