მიხაელ შუმახერი
Aa
Aa

"დროა ტყუილების გავრცელება შეწყვიტონ" - შუმახერის ყოფილი მენეჯერი

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ყოფილი მენეჯერი, უილი ვებერი, ცნობილი პილოტის ოჯახს აკრიტიკებს და ტყუილების გავრცელების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან მტკივა ის, რაც ხდება. ასობით ცდა მქონდა, რომ მის მეუღლე კორინას დავკავშირებოდი, მაგრამ მან არ მიპასუხა. მე ჟან ტოდს ვკითხე, შემეძლო თუ არა მიხაელის საავადმყოფოში მონახულება, მაგრამ მითხრეს დაელოდეო, შემდეგ ჩემს ზარებს არ პასუხობდნენ. აარ ველოდი, რომ ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ექნებოდათ. ჯერაც ვბრაზობ მასზე.

ცხრა წელი გავიდა. იქნებ დროა თქვას, როგორც არის საქმე. მე მესმოდა მათი საქციელის, რადგან მე თვითონ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი მიხაილის კონფიდენციალურობის დასაცავად, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ტყუილები გვესმის. ის ჩემთვის შვილივით იყო და დღესაც ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეულია“,

- ციტირებს ვებერის სიტყვებს Grand Prix-ი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დეკემბერში მიხაელ შუმახერმა სათხილამურო კურორტზე დაცემის შედეგად ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის უკვე გადატვირთულია გულშემატკივრების ენთუზიაზმით“ - იტალიური მედია „კვარაზე“
„ის უკვე გადატვირთულია გულშემატკივრების ენთუზიაზმით“ - იტალიური მედია „კვარაზე“