ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa
20 ივლისი 2022  |  18:05

ივანიშევიჩი: მე უფრო მომცემენ უაილდ ქარდს, ვიდრე ნოლეს აშშ-ში შეუშვებენ

ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა შეაფასა სერბი ჩოგბურთელის შანსები US Open-ზე მონაწილეობასთან დაკავშირებით. მის სიტყვებში პესიმიზმი ჭარბად შეინიშნება.

„ამერიკის ღია პირველობაზე რთულია ვისაუბრო. უფრო დიდი შანსია მე უალიდ ქარდი მომცენ და ეს ტურნირი მოვიგო, ვიდრე ნოვაკი აშშ-ში შეუშვან. ამერიკა დაკეტილია აუცრელი ადამიანებისთვის. ამრიგად, ჯოკოვიჩს იქ უბრალოდ არ შეუშვებენ. თავად ტურნირზე, მის ორგანიზატორებთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“.

- ამბობს ივანიშევიჩი.

ივანიშევიჩმა მთლიანად საჩოგბურთო წელზე განაგრძო საუბარი:

„ეს წელი კატასტროფულია, ძალიან ცუდი და რთული. ხოლო ATP-ის გადაწყვეტილება უიმბლდონს ქულების ჩამორთმევის შესახებ, ჩემი აზრით, სრულიად გიჟური და არასწორია. მაგრამ ნოვაკისთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მას ეს სჭირდებოდა, მან აჩვენა, რომ უპირობოდ საუკეთესო მოთამაშეა ბალახზე. ყველაზე რთულ მომენტებში გამარჯვება ყველაზე მეტად არის საჭირო. იმ მომენტში მან საუკეთესო ჩოგბურთი აჩვენა“.

14 აგვისტოს კანადაში ცინცინატის მასტერსი აიღებს სტარტს და აერთო განაცხადში ჯოკოვიჩიც მოხვდა, თუმცა აუცრელი ადამიანები ვერც კანადის საზღვარს გადაკვეთენ და მოსალოდნელია, რომ „ნოლე“ ამ ტურნირსაც დააკლდება.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ტურნირის დირექტორმა გააკეთა:

„სიტუაცია ნათელია. ან კანადა შეცვლის ვაქცინაციის წესებს, ან ნოვაკს მოუწევს ხელების აწევა და აცრა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორივე სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

წესები ყველასთვის ვრცელდება. არსებობს გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ წესები ყველასთვის ერთნაირია. პანდემია ჯერ არ დასრულებულა“,

- თქვა ევგენი ლაპიერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო 20 წელში ნაპოლის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია
„ბოლო 20 წელში ნაპოლის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია" - ჟურნალისტი და ისტორიკოსი კვარაზე