ტოჩინოშინი, ნაგოია ბაშო
Aa
Aa

საფირმო ილეთით! - ტოჩინოშინმა დაძაბული ბრძოლა მოიგო

ნაგოია ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე მე-10 მაეგაშირა მეისეის შეერკინა.

რიკიშებს შორის ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვების შანსი ორივე სუმოისტს ჰქონდა. ჩვენდა საბედნიეროდ, შერკინებაში უფრო გამძლე ტოჩინოშინი გამოდგა და ლევანმა მეტოქე საფირმო იორიკირით დაამარცხა.

სუმოისტებს შორის ეს მე-6 ურთიერთშეხვედრა იყო და ამ გამარჯვების შემდეგ ლევანმა მეისეისთან ბალანსი გაათანაბრა.

რაც შეეხება ნაგოია ბაშოს, ტოჩინოშინმა დღეს მეექვსედ გაიმარჯვა და შესაბამისად, მისი ბალანსი 6:5-ზე გახდა.

ქართველი რიკიში მომდევნო შეხვედრას ხვალ, მე-17 მაეგაშირა ნიშიკიფუჯის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები