ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასლან კარაცევი
Aa
Aa

ნიკოლოზი ჰამბურგში ითამაშებს - პირველი მეტოქე ცნობილია

საჩოგბურთო სამყაროში ჰამბურგის ღია პირველობის ჯერი დადგა. აღნიშნულ გათამაშებაში 2-გზის ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ასლან კარაცევი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უკანასკნელად შვედეთის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველივე წრეში ჰუგო გასტონთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ტრავმის გამო აღნიშნული მატჩის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო და წაგების მიზეზი სწორედ ეს გახდა. იქამდე კი საქართველოს პირველმა ნომერმა უიმბლდონზე იასპარეზა, სადაც მესამე წრეში გავიდა და ტიმ ვან რაითჰოვენთან დამარცხდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის 2-გზის ჩემპიონია. ნიკოლოზმა ზედიზედ ორჯერ 2018 და 2019 წელს გაიმარჯვა. ასევე გეტყვით, „ჩვენებურის“ და კარაცევის დაპირისპირება 19 ივლისით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში 21-ე დიდი სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეშვიდედ მოიგო!
კარიერაში 21-ე დიდი სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეშვიდედ მოიგო!