ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა! მესი!“ - ნაპოლის ქომაგები კვარაცხელიას შეძახილებით დახვდნენ

„ნაპოლიმ“ წინასასეზონო მზადება დაიწყო. გუნდი დიმაროში შეკრებაზე იმყოფება და რა თქმა უნდა, გუნდთან ერთადაა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც გამოჩენისას ქომაგებმა „კვარა მესი“ უწოდეს.

იტალიაში მდებარე სამთო-საკურორტო ქალაქ დიმაროში „ნაპოლი“ 19 ივლისამდე დარჩება. ავტობუსიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს იქვე ქომაგები დახვდნენ. ხვიჩას გამოჩენისას კი შეძახილები გაისმა - „კვარა! მესი!“

ამჟამად შეკრებაზე ლუჩანო სპალეტის მხოლოდ 17 ფეხბურთელი ჰყავს. შემადგენლობა სრულად რამდენიმე დღეში შეიკრიბება.

„ნაპოლი“ შეკრებაზე ორ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი 14 ივლისს ქვედა ლიგის ბინადარ „ბასა ანაუნიასთან“ იქნება, მეორე კი 17 ივლისს „ბერუჯას“ წინააღმდეგ.

ბონეკი ხვიჩას შესახებ

„იუვენტუსისა“ და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ზბიგნევ ბონეკმა „ნაპოლის“ ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. უეფას ვიცე-პრეზიდენტმა საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „კვარას“ გარშემო დიდი აჟიოტაჟი იმიტომ არაა ატეხილი, რომ საფეხბურთო სამყაროში ნაკლებად ცნობილი ქვეყნიდანაა.

„ჩემი აზრით, მასზე ბევრს მისი ეროვნების გამო არ ლაპარაკობენ. როცა გუნდი არგენტინელ ფეხბურთელს ყიდულობს, ყველას ჰგონია, რომ ის ნამდვილი ფენომენია, არადა, რეალობაში საშუალო დონის მოთამაშეა და უამრავი არგენტინელი მინახავს, რომლებსაც ავანსები ვერ გაუმართლებიათ. კვარაცხელიას შემთხვევაში, ბევრს ეჭვი და კითხვის ნიშანი მხოლოდ იმიტომ გაუჩნდა, რომ იგი ქართველია. საფეხბურთო სამყაროში საქართველოს შესანიშნავი რეპუტაცია ნამდვილად არ აქვს, მაგრამ კვარაცხელიასი უნდა გვჯეროდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ
„ძალიან ბედნიერი ვარ" - პაპუნა ბერუაშვილი სპორტინგში გადავიდა