ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ქამბექი 0:2-დან - ჯოკოვიჩმა სინერი დაამარცხა და ნახევარფინალშია

უიმბლდონის მეოთხედფინალური პირველი დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ერთმანეთს იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდნენ. საბოლოოდ სერბმა უმძიმეს ბრძოლაში 5:7 2:6 6:3 6:2 6:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

პირველი სეტი „ნოლემ“ აქტიურად დაიწყო, 4:1-საც იგებდა, თუმცა იტალიელი გააქტიურდა და საბოლოოდ 7:5 მოიგო. მეორე სეტი იანიკის კარნახით წარიმართა. ორი ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

ამის შემდეგ, ჯოკოვიჩი გამოცოცხლდა და ისე დაიწყო თამაში, როგორც ამას გულშემატკივრები არიან მიჩვეული. მესამე სეტში ნოვაკმა 1 ბრეიკი შეასრულა და ყველაფერი ლოგიკურად დაასრულა.

მეოთხე სეტში სინერს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა. საკუთარი ჩაწოდების მოგება დიდი შრომის შედეგად უწევდა და ეს მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა. ჯოკოვიჩმა ორი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. „დისაიდერში“ ყველაფერი სერბის სასარგებლოდ მოხდა. ორი ბრეიკი, 6:2 და ნახევარფინალი! აღნიშნული დაპირისპირება 3 საათი და 39 წუთი გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები