მაიკ ტაისონი
Aa
Aa

მაიკ ტაისონი: ციხეში ცხოვრების სამი საუკეთესო წელი გავატარე

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ციხეში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

„რკინის მაიკი“ ამბობს, რომ საპყრობილეში ყოფნის დროს მან ცხოვრების სამი საუკეთესო წელი გაატარა.

„ძალიან მადლობელი ვარ იქ ყოფნის გამო. კარგი ბიჭი და კარგი ადამიანი ვარ. ციხეში ყველას კარგად ვეპყრობოდი, იქ ჩემი ცხოვრების სამი საუკეთესო წელი გავატარე.

იმის მიუხედავად, რომ იქ მილიონები არ მქონდა, სიმშვიდე ვიპოვე. როცა მშვიდად ვერ ცხოვრობ, ფული არაფერს ნიშნავს. საჭიროა ბალანსის შენარჩუნება. აუცილებელია, რომ წინდახედულობამ ცხოვრების ყველა სფერო განსაზღვროს.

ციხეში ბევრს დავრბოდი, დაახლოებით 13-14 კილომეტრს. შემეძლო, რომ ღამით, საკანში 4 საათი მერბინა. მეც დავრბოდი, ვხუნავდი და ა.შ. ჩემს საკანს ბეტონის იატაკი ჰქონდა და მას ვურტყავდი. როდესაც საკანში პირველად შევედი 129 კგ ვიყავი, გამოსვლის დროს 97“, - იხსენებს ტაისონი.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა მოკრივემ გისოსებს მიღმა 3 წელი გაატარა. „რკინის მაიკი“ მოდელ დეზაირ ვაშინგტონის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული.

საგულისხმოა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე, მაიკ ტაისონმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები