სოლომონ კვერკველია
Aa
Aa

კვერკველია აზერბაიჯანში ითამაშებს - ქართველი მცველი ნეფთჩის შეუთანხმდა

სოლომონ კვერკველია ბაქოს ''ნეფთჩიში'' ითამაშებს. ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანულმა 90plusbir-მა გაავრცელა. მოგვიანებით, ''აზერისპორტმა'' გვაუწყა, რომ შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა.

ბაქოს ''ნეფთჩი'' კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვერკველიას გუნდის მეტოქე კვიპროსული ''არისია''.

გასულ თვეში კვერკველია რუმინულ FCSB-ის რადარზე იმყოფებოდა, კლუბის პრეზიდენტი დაცვის ხაზის გაძლიერებას კვერკველიას გადაბირებით აპირებდა, თუმცა მხარეები აქტიურ მოლაპარაკებაში არ შესულან.

შეგახსენებთ, კვერკველიამ 2021-22 წლების სეზონი ხარკოვის ''მეტალისტში'' დაიწყო, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ უკრაინული გუნდი დატოვა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ''გაგრაში'' ითამაშა. კვერკველიამ საქართველოს ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, გასულ თვეში კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

30 წლის ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები რუსეთის ჩემპიონატში გაატარა. 2017-18 წლების სეზონში მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' ერთად რუსეთის პრემიერ ლიგა მოიგო, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

კვერკველია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დასახელდა (2014, 2017).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ-ხვიჩას დუეტი? - ნაპოლი კრიშტიანუს უმიზნებს
რონალდუ-ხვიჩას დუეტი? - ნაპოლი კრიშტიანუს უმიზნებს