ბარსელონა, ბაიერნი, რობერტ ლევანდოვსკი, პინი ზაჰავი
Aa
Aa

40 მილიონი საკმარისი იქნება - ლევანდოვსკის აგენტმა ბარსელონა დაამშვიდა

რობერტ ლევანდოვსკისა და „ბაიერნის“ ურთიერთობა ყოველდღიურად იძაბება. „რეკორდმაისტერი“ ითხოვს, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა კონტრაქტი ბოლომდე შეასრულოს და გუნდში 2023 წლამდე დარჩეს.

საპირისპირო აზრზეა თავად ფეხბურთელი და მისი აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც „ბარსელონასთან“ აქტიურად თანამშრომლობს. არავისთვის არის უცნობი, რომ 33 წლის თავდამსხმელს კატალონიურ გრანდში უნდა გადასვლა.

გავლენიანი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პინი ზაჰავიმ „ბარსელონას“ იმედი მისცა. მისი თქმით, ლევანდოვსკის ტრანსფერი 40 მილიონი ევროს სანაცვლოდაც გამოვა.

მოგეხსენებათ, კატალონიელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და მეტიც, ამ მომენტისთვის მათ ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება სახელფასო ლიმიტის გამო არ შეუძლიათ. ამის მოსაგვარებლად კი „ბლაუგრანა“ ფეხბურთელების გაშვებას გეგმავს.

ჯერჯერობით პინი ზაჰავის კომენტართან დაკავშირებით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა დიდი ალბათობით მათ ეს არ მოეწონებათ და სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსამ ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - ლუუკ დე იონგი პსვ-ში დაბრუნდა
ბარსამ ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - ლუუკ დე იონგი პსვ-ში დაბრუნდა