დიდი ბრძოლების მოლოდინში - საჩემპიონო ჩხუბების მონაწილეებმა წონა დააფიქსირეს
Aa
Aa

დიდი ბრძოლების მოლოდინში - საჩემპიონო ჩხუბების მონაწილეებმა წონა დააფიქსირეს

ამ უქმეებზე UFC 276-ს ვიხილავთ, რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო ბრძოლებია ჩანიშნული. დღეს, ტრადიციულად, აწონვების ცერემონია გაიმართა და წონა სატიტულო ბრძოლის ყველა მონაწილემ დააფიქსირა.

ისრაელ ადესანია - 83.23 კგ, ჯარედ კანონიერი 83.69 კგ

ალექსანდერ ვოლკანოვსკი - 65.54კგ, მაქს ჰოლოუეი - 65.69 კგ

როგორც მოგეხსენებათ, ღონისძიების მთავარი მოვლენა ისრაელ ადესანიასა და ჯარედ კანონიერის დაპირისპირებაა. „უკანასკნელი სტაილბენდერი“ საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას და კარიერაში 23-ე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. „იზი“ აშკარა ფავორიტია და ბუკმეიკერთა აზრით, კანონიერს წარმატების ძალიან პატარა შანსი აქვს.

UFC 276-ის თანა მთავარი მოვლენა ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაა. ამ მებრძოლების ბოლო 2 ჩხუბს ბევრი კითხვის ნიშანი ახლდა და MMA-ის გულშემატკივრები მესამე ჯახს მოუთმენლად ელიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1-ლი ივლისის სატრანსფერო ზონა
1-ლი ივლისის სატრანსფერო ზონა